პრემიერი: 11 წლის წინ, 7 ნოემბერს სახელმწიფომ ფეხქვეშ გათელა მოქალაქეების ღირსება და თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე 11 წლის წინ, 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ დღეს სახელმწიფომ ფეხქვეშ გათელა მოქალაქეების ღირსება და თავისუფლება, რასაც ქართველი ერი აღარასდროს დაუშვებს.
„2007 წლის 7 ნოემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ეს არის დღე, როდესაც სახელმწიფო თავისი რეპრესიული მანქანით მაშინდელი რეჟიმი დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს, ფეხქვეშ გათელა მათი ღირსება და თავისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი არასდროს დაუშვებს მსგავსი დღეების განმეორებას ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში და ბოლომდე ერთგული იქნება იმ ფასეულობების, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები