მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლი გაჩნდა

0

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოში ცეცხლი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაიწვა საბურავები, პენოპლასტი და ჯიხური – 130 კვ. მ. ფართობი.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამჟამად ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

კომენტარები

კომენტარი