ძლიერი აფეთქება რუსთავში – არიან დაშავებულები

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, ძლიერი აფეთქება მოხდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ტერიტორიაზე ავტოფარეხის დემონტაჟის დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი.
“კვირას” ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, ასევე, ჩაიმსხვრა მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი ავტომობილების მინები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მათ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან, სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები