თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

თელავში, ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალი ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქალი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო დახმარებამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა თუმცა, იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები