ანრი ოხანაშვილი: ჩვენ არ მივცემთ უფლებას „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ იძალადოს ქართულ საზოგადოებაზე

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა, რასაც ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა მედიით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

ოხანაშვილის მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობის” რევანშისტული წყურვილი, რომ ყველაფრის ხარჯზე მოვიდნენ ხელოსუფლებაში, არ ასრულდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა, რასაც ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს.

მათი ეს რევანშისტული წყურვილი – რაიმე ფორმით და ყველაფრის ხარჯზე მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათი ეს ოცნება – დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ასრულდება. მათი განწყობა და მოტივაცია არის რევანში, საზოგადოების დაშინება და ტერორი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ იძალადოს ქართულ საზოგადოებაზე და კიდევ ერთხელ იმ დანაშაულებრივი სისტემით მიეცეს საშუალება მართოს ქვეყანა. კიდევ ერთხელ წერტილდასმული იქნება ყველაფერი 28 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვებს და გახდება საქართველოს პრეზიდენტი,- განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები