დავით ბაქრაძე 24 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძესთან ერთად დებატებში მონაწილეობას მიიღებს

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ პირველ არხზე 24 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილთან და გრიგოლ ვაშაძესთან ერთად დებატებში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე დებატებში სალომე ზურაბიშვილმა გამოიწვია. საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლებმა დებატებში სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის მონაწილეობა რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს. დავით ბაქრაძემ აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხთან საუბრისას დაადასტურა.
ცნობისათვის, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით, 9 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძის, დავით ბაქრაძის წარმომადგენლებსა და პირველი არხის მენეჯმენტს შორის შეხვედრა გაიმართა. 10 ოქტომბერს გამართული დამატებითი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ დებატები გაიმართება 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პირველი არხის ტელე და რადიო ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები