მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ტრენდია მოცემულობა, თუ გაქვს ნაწარმოები მოღალატეობრივი პოლიტიკა, შეგიძლია აწარმოო პიარკამპანია

„ნაცმოძრაობის ტრენდად იქცა შემდეგი მოცემულობა, მათ ჰგონიათ, რომ თუ გაქვს ნაწარმოები მოღალატეობრივი პოლიტიკა, შეგიძლია აწარმოო პიარკამპანია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის ტრენდად იქცა შემდეგი მოცემულობა, მათ ჰგონიათ, რომ თუ გაქვს ნაწარმოები მოღალატეობრივი პოლიტიკა, შეგიძლია აწარმოო პიარკამპანია, მოღალატედ გამოაცხადო სხვა, გადაიტანო ყურადღება მთავარი თემიდან, რაც შენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკურმა წარსულმა უზრუნველყო, დააკარგვინა ტერიტორიები და ასე შემდეგ და ამით ცოდვები მიგეტევება შენ შენი ქვეყნის წინაშე და ამით ხალხი მოტყუვდება, ეს არის მათი ნარატივი. ქართული საზოგადოება ასეთი ნარატივებით არ ტყუვდება, ეს გამოჩნდება ძალიან კარგად 28 ოქტომბერს, როცა მათი ამ პიარკამპანიის შედეგად, რომელშიც ჩართულია მთელი ნაციონალური მოძრაობა, მათი ყველა აქტიური მხარდამჭერით თუ სოციალურ ქსელებში, თუ ყველა მედიასაშუალებით, ყველა დანაყოფით, 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ განიცდიან ძალიან მძიმე მარცხს პირველივე ტურში. ისინი საუბრობენ დღეს ურცხვად, თითქოს ადამიანი ფასდება მისი საქციელის შედეგებით. ნაციონალური მოძრაობის ღალატის შედეგად ქვეყანამ შემდეგი დაზიანებები მიიღო, მაამებლური განცხადებებით რომ დაიწყო 2004 წლიდან და გაგრძელდა 30-მდე სტრატეგიული ობიექტის გასხვისებით რუსულ კომპანიებზე, ეს გაგრძელდა დაკარგული კოდორით, რომელსაც ზემო აფხაზეთი უწოდეს, დაკარგული ტერიტორიებით, 150-ზე მეტი დამატებით დაკარგული დასახლებული პუნქტით, პროვოკაციებზე წამოგებით, რამაც კიდევ უფრო გაუხსნა ხელ-ფეხი რუსეთს, რომ თავისი საოკუპაციო პოლიტიკა ეწარმოებინა საქართველოს მიმართ და თავისი ზრახვები განეხორციელებინა. თქვენ დააყენეთ დღეს კანდიდატი, რომელიც მართალია 1981 წლიდან 1988 წლამდე მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდგომ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში, რომ არაფერი დავაბრალოთ და თქვენსავით არ მოვიქცეთ, საზოგადოებამ განსაჯოს ამ დროს აქ როგორ მუშაობდნენ და რომელ უწყებებთან უნდა ყოფილიყვნენ ინტეგრირებულნი, შემდეგ კონცერტებს იხვეწებოდა რუსეთში ომის შემდეგ, ეს ადამიანები, რომელსაც დღეს ასეთი კაცი ჰყავთ ლიდერად, ლაპარაკობენ ღალატზე, რომელიც უნდათ სხვას დააბრალონ, ხალხი არ მოტყუვდება და ეს ყველაფერი 28 ოქტომბერს დასრულდება ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები