რატი იონათამიშვილი: გრიგოლ ვაშაძეს მოსკოვში, ისე დაავიწყდა ქართული ენა, რომ შტაბბინის ნაცვლად, დღესაც „შტაბკვარწირას“ ამბობს

“გრიგოლ ვაშაძე სულ რაღაც 10 წელი სამუშაოდ იყო მოსკოვში და ისე დაავიწყდა ქართული ენა, რომ შტაბბინის ნაცვლად დღესაც „შტაბკვარწირას“ ამბობს”, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ქართული ენის ცოდნაზე გამოთქმულ ბრალდებებს.
„ტელევიზიით გადაიცემა ვიდეორგოლი, სადაც საუბარია სალომე ზურაბიშვილის ქართული ენის ცოდნაზე. პოლიტიკაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, არსებობს ღირსება, სინდისი, რომლის გადასვლაც ნიშნავს უზნეობას. მინდა შეგახსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი ცხოვრების 50 წელი გაატარა ისე, რომ საქართველოში არ იყო ნამყოფი. მისი ოჯახი საუკუნეა, რაც ემიგრაციაში იმყოფება. ქალბატონმა სალომემ მაშინ ისწავლა ქართული ენა, როცა ემიგრაციაში იყო. ამ ყველაფრის ფონზე გიბრუნდებათ ენა, რომ ირონიით ილაპარაკოთ ამ ყველაფერზე. მაშინ, ვიტყვი, რომ თქვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სულ რაღაც 10 წელი სამუშაოდ იყო მოსკოვში და ისე დაავიწყდა ქართული ენა, რომ შტაბბინის ნაცვლად დღესაც „შტაბკვარწირას“ ამბობს. მე ეს ნამდვილად მრცხვენია და მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანები ვეღარასდროს გადაწყვეტენ ჩემი ქვეყნის ბედს“,- განაცხადა იონათამიშვილმა.
ამასთან, იონათამიშვილმა „ევროპულ საქართველოსაც“ მიმართა და განაცხადა, რომ მათი პრეზიდენტობის კანდიდატის პარლამენტის თავმჯდომარეობისას, საკანონმდებლო უწყება სანოტარო ბიუროდ იყო ქცეული.
„მინდა ერთი რიტორიკული კითხვა დავსვა კიდევ, ჩვენი ოპონენტებიდან ორი კანდიდატია გამორჩეული, ამ ორიდან სხვადასხვა პარტიას, მაგრამ ერთ პოლიტიკურ მოძრაობას წარმოადგენენ ორივენი. ერთი კანდიდატი, გამორჩეული „სუკის“ სოლიდური „ბეგრაუნდით“, მეორე კი, როცა ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ფაქტობრივად, პარლამენტი სანოტარო ბიუროდ ჰქონდათ გადაკეთებული. მაინტერესებს, დავით ბაქრაძე ასეთი პრინციპული იქნება, როგორც თქვენ გგონიათ, თუ გახდა პრეზიდენტი? ისეთ პრინციპულობას გამოიჩენს, როგორც მიხეილ სააკაშვილის მიმართ იჩენდა?!“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები