“სანამ თქვენი მთავარი კომენტატორი, მიხეილ სააკაშვილი ყვითელ განცხადებებს აკეთებს, მამუკა ბახტაძე აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს.
„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში. სანამ თქვენი მთავარი კომენტატორი, მიხეილ სააკაშვილი ყვითელ განცხადებებს აკეთებს, მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს, სადაც საუბარია თავდაცვის, უსაფრთხოების საკითხებზე, საუბარია სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, და მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცოს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები