სოფიო კილაძე “ევროპულ საქართველოს”: ბიძინა ივანიშვილმა გაგისტუმრათ პოლიტიკურ მოუსავლეთში

სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გაგისტუმრათ თქვენ პოლიტიკურ მოუსავლეთში, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოფიო კილაძემ „ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებებს, რომელიც ყოფილ პრემიერს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.
კილაძის თქმით, მთელი საზოგადოება ხედავს, რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურად ქვეყნისთვის და მასზე ნეგატიური განცხადებებით მხოლოდ ოპოზიცია ზიანდება.
„ვერანაირად ვერ მოეშვით ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენებას. ეს თქვენვე გაზიანებთ, რადგან მთელი საზოგადოება ხედავს ეს ადამიანი რას აკეთებს ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენვე ზიანდებით ამ ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებებით. მესმის, რატომაც აკეთებთ ამას, რომ იმ ბიძინა ივანიშვილმა გაგისტუმრათ თქვენ პოლიტიკურ მოუსავლეთში, ქართველ ხალხთან ერთად“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტის სხდომაზე განცხადებების გაკეთებისას ხელისუფლება ელიტურ კორუფციაში დაადანაშაულეს და კორუფციის მთავარ შემოქმედად ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თამჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასახელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები