ვანო ზარდიაშვილი: დედა ეკლესიაც ამას ითხოვდა, რომ მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში

რაზეც ახლა ვმსჯელობთ, კონკრეტულად ამ კანონის მიღების დროს, სინდისი არ მქენჯნის, – ამის შესახებ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა მარიხუანას მოხმარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამას დაემატა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზარდიაშვილის განცხადებით, ყველგან ეწევიან და ამ კუთხით პირდაპირი მნიშვნელობით ბაკქანალიაა.
„რაზეც ახლა ვმსჯელობთ, კონკრეტულად ამ კანონის მიღების დროს, სინდისი არ მქენჯნის. პირიქით, ვალდებულება გამაჩნია ამაზე ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. ისედაც რთული ვითარებაა, ნაკლებად ინფორმირებულია და შესაძლოა, ეს ჩვენი ბრალია სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. ინფორმაციის ნაკლებობა არსებობს როგორც ეკლესიაში, ისე სახელმწიფოსა და მთლიანად საზოგადოებაში. ნარკოტიკების აქტიური და ჭარბი მოხმარება საქართველოში იწყება 90-იანი წლებიდან. გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც პოლიცია ნარკოტიკების მოხმარებისთვის იჭერდა ადამიანებს, მერე ქრთამის სანაცვლოდ უშვებდა, შემდეგ გვახსოვს პერიოდი, როდესაც სახელმწიფო ადამიანებს ნარკოტიკების მოხმარებისთვის ციხეში ალპობდა. ამ ყველაფრის მერე, როგორც ერის, ასევე ბერის მოთხოვნით, სახელმწიფო მარიხუანას მოხმარებაზე ხალხს ბოლო სამი წელია აღარ იჭერს. ამაზე ყველა ვთანხმდებით. დედა ეკლესიაც ამას ითხოვდა, რომ მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში, ეს გაიზიარა სახელმწიფომაც. ამან შექმნა ქვეყანაში რაღაც მოცემულობა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე – როდესაც საზოგადოებამ ნახა, რომ აღარ იჭერდნენ, ის თავნებობა, თავისუფლება თუ გამოვლენა მოხდა აშკარად. ამას დაემატა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მთლიანად ფართო საზოგადოება გამოვიდა ქუჩაში – პირდაპირ ეთერში ეწევიან, სტადიონებზე ეწევიან, ყველგან ეწევიან და ამ კუთხით პირდაპირი მნიშვნელობით ბაკქანალიაა. დღეს წარმოდგენილი რეგულაციების მიმართ ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები