ნატო-მ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა

“ნატო პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს და მიესალმება საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმოელერმა ნატო-ს შტაბბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვის შემდეგ განაცხადა, რომელზეც საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და მშვიდობის მიღწევის ძალისხმევა განიხილეს.
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასთან შეხვედრისას, ნატო-მ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლად აღიარება. ნატო-მ ასევე, მოიწონა საქართველოს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის ჭრილში. ნატო-საქართველოს კომისია მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებაში და საქართველოსა და ნატო-ს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის დახვეწაში“, – აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები