ყოფილ პრეზიდენტებს სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვა აღარ დაიცავს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებს სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვა აღარ მოემსახურებათ. მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო დაცვა პრეზიდენტს ვადის ამოწურვიდან ერთი წლის განმავლობაში დაიცავს, ისევე, როგორც ეს ყოფილი პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევებშია გათვალისწინებული.
ამასთან, მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილებით დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება გაუგრძელდეთ მათ პერსონალური დაცვა აღნიშნული ერთი წლის გასვლის შემდეგ.
დღეს მოქმედი ნორმით პრეზიდენტებს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნებათ პერსონალური დაცვა.
„შემოსულია მთავრობიდან ასეთი ინიციატივა. ჩვენ ჯერჯერობით მომხსენებელი არ გვყოლია ამ საკითხზე და არ მოგვისმენია არგუმენტები, გარკვეული ლოგიკა ამაში არის, მაგრამ მე არ მინდა წინმსწრებად გავაკეთო დასკვნები, მოვისმენთ და ამაზე უნდა იმსჯელოს გუნდმა, დიდი ხნის მსჯელობას არ მოითხოვს ასე ვთქვათ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები