ედგარს რინკევიჩსი: ევროკავშირის ამოცანა უნდა გახდეს პასუხი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მისწრაფებებზე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა პოლონეთის ქალაქ კრინიცა-ზდრუიში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის დროს სიტყვით გამოსვლისას საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროპულ არჩევანზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, ევროკავშირის ამოცანა უნდა გახდეს პასუხი, ამ მისწრაფებებზე.
„უნდა ვაღიაროთ ის, რაც აშკარაა – ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ნებაყოფლობით აირჩიეს ევროპული გზა. ისინი ისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ და მზად არიან, ამ გზით იარონ. სწორედ ამიტომ ევროკავშირის ამოცანა უნდა გახდეს პასუხი ამ მისწრაფებებზე. ევროკავშირმა უნდა აღიაროს ამ ქვეყნების წევრობის პერსპექტივები და დაასახელოს მათი გაწევრიანების რეალური ვადა“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რინკევიჩსმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა, ევროკავშირი ერთიანი იყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხში და ჰქონდეს ერთიანი პოზიცია აშშ-სთან დიალოგის დროს. მან ევროკავშირისთვის ერთ-ერთ გამოწვევად „ბრექსითი“ დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები