არჩილ თალაკვაძე-დროებითი საგამოიებო კომისიის წევრებს: ვერ ვახერხებთ პოლიტიკა გამოვრიცხოთ ამ საქმის შედეგებიდან და შევთანხმდეთ ერთ დასკვნაზე

ვერ ვახერხებთ პოლიტიკა გამოვრიცხოთ ამ საქმის შედეგებიდან და შევთანხმდეთ ერთ დასკვნაზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

“შეუძლებელი ჩანს შევჯერდეთ იმ ქმედებებზე, რეკომენდაციებზე და შეფასებებზე, რაზეც ახლა ვიკამათეთ. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები ჩვენ ერთად დავადგინეთ, ერთად გამოვკითხეთ მოწმეები ანუ ის , რაზეც უნდა დავაშენოთ ჩვენი შეფასებები, ერთად გავაკეთეთ მაგრამ ახლა აქ ჩანს, რომ ვერ
ვახერხებთ პოლიტიკა გამოვრიცხოთ ამ საქმის შედეგებიდან და შევთანხმდეთ ერთ დასკვნაზე.

კომისიის დასრულების შემდგომ ,ჩვენ გამოგიგზავნით ჩვენს დასკვნას, შევადაროთ, ჩვენ ფაქტებთან დაკავშირებით ბევრი სადავო არ გვაქვს. გვაქვს კიდევ ხვალინდელი სხდომა ამისთვის, საუბარი იმაზე, რომ რეკომენდაცია არის უბრალოდ რჩევა, ეს ასე არ არის და ეს თქვენც კარგად გესმით, ძალიან რთული იქნება რომ ეს რეკომენდაცია არ შესრულდეს,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები