“იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ნათლად გამოხატავს ჩვენი ურთიერთობების მზარდ დინამიკას”

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე ისაუბრა.
როგორც ქაცარავამ აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იაპონიასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.
„ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც იაპონიის ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსი სტუმრობს საქართველოს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან იაპონია მხარში უდგას საქართველოს და ყველა საერთაშორისო ფორმატში მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იაპონიასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღმავება და ინვესტიციების მოზიდვა. სწორედ ბატონ ტარო კონოს ვიზიტი გახდება ერთგვარი გზავნილი იაპონელი ბიზნესმენებისთვის, რომ მეტი ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი საქართველო-იაპონიის ურთიერთობებში ახალ ფურცელს გადაშლის და აიყვანს მათ სრულიად ახალ საფეხუზე“,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები