იოჰანეს ჰანი: მივმართავ განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, წავიდნენ არჩევნებზე

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ქართველ ახალგაზრდებს მიმართავს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. შესაბამისი კომენტარი თბილისში მყოფმა ევროკომისარმა ჟურნალისტებთან, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.
„ჩვენ არ ვერევით ხალხის თავისუფალ არჩევანში. ერთადერთი მესიჯი, რომელიც მაქვს, ის არის, რომ მივმართავ განსაკუთრებით ახალგაზრდებს: გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, წავიდნენ არჩევნებზე, თავიანთი ხმა მისცენ და ამით მონაწილეობა მიიღონ ამ დემოკრატიულ შესაძლებლობაში. თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები