იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას გეგმავს

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტარო კონოს განაცხადებით, იაპონიამ გადაწყვიტა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივოს. შესაბამისი განცხადება საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივება ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.
როგორც ირკვევა, იაპონიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მრავალჯერადი ვიზების შემოღება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები