მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს
თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სმარტფინანსი” დააყაჩაღეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სმარტფინანსიდან” 6 ათასი ევრო გაიტაცეს. თვითმხილველების განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაახლოებით ორი საათის წინ შეიარაღებული პირი შევიდა და აფეთქების მუქარით თანხას ითხოვდა. თავდამსხმელმა ტერიტორია, არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსით დატოვა.