მზე და მაღალი ტემპერატურა ზღვის სანაპიროზე – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

27 – 29 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36, შავი ზღვის სანაპირო რაინებში კი +29, +31 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.
30 აგვისტოს დღის საათებში ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა 2 – 3 გრადუსით დაიკლებს.
27 – 30 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები