ექიმი: უშგულში დაშავებული ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ღუდუშაურის კლინიკაში, უშგულში დაშავებული ახალგაზრდის დიაგნოსტიკური კვლევები დასრულდა. 19 წლის ბექა ნიჟარაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კლინიკის ექიმის, ლიკა ჯაჯანიძის განმარტებით, პაციენტი ოპეაციულ ჩარევას არ საჭიროებს.

“პაციენტი ჩვენს კლინიკაში მოყვანილია სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევა და კონსულტაციები. ამ დროისთვის ის ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით, სტაციონარის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში რჩება”, – განაცხადა ლიკა ჯაჯანიძემ.

უშგულში, 20-25 მეტრის სიმაღლის კოშკიდან ბექა ნიჟარაძე დღეს საღამოს გადმოვარდა. მას გადმოვარდნის შემდეგ გონება არ დაუკარგავს, თუმცა ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სიარული არ შეეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები