ირაკლი კობახიძე: დავით უსუფაშვილმა ყველანაირი კუთხით დაუშვა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ

„დავით უსუფაშვილმა, მარტივად რომ ვთქვათ, დაუშვა უხეში შეცდომა”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, ეს შეცდომა მას უნდა ეპატიოს.

“იყო ძალიან უხეში შეცდომა დაშვებული იმ გამონათქვამში, ექსპერტული კუთხით, პოლიტიკური კუთხით და ადამიანური კუთხით. ყველანაირი კუთხით დაუშვა ადამიანმა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ. შეფასებები გაკეთდა და შესაბამისად, ეს საკითხი ამოწურულია”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები