არჩილ თალაკვაძე: დავით უსუფაშვილმა საკუთარ წარსულ საქმიანობას ჩრდილი მიაყენა

“დავით უსუფაშვილმა, თავისი განცხადებით, საკუთარ წარსულ საქმიანობას ჩრდილი მიაყენა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო და პარლამენტზე იერიშის მიტანა კარგი არ არის.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს განცხადება არ უხდებოდა დავით უსუფაშვილს ან დავით უსუფაშვილი არ უხდებოდა ამ განცხადებას. მან არა მხოლოდ ირაკლი კობახიძეზე, არამედ მთლიანად ჩვენს გუნდზე მიიტანა იერიში და პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე გააკეთა ეს განცხადებები. ვფიქრობ, უსუფაშვილს შესაძლოა, არ სიამოვნებს, რომ ირაკლი კობახიძემ დაიწყო და დათქმულ ვადებში ბოლომდე მიიყვანა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც დადებითად შეაფასა ვენეციის კომისიამ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები