თამარ ჩუგოშვილი: მომავალ კვირას გახდება ცნობილი, ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე

ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში, მომავალ კვირას გახდება ცნობილი“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით NDI-ის კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა.
„2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნების შედეგი ამტკიცებს, რომ NDI-ს კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვნად ასცდა. ეს პირველად არ ხდება და მოლოდინი მაქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებშიც იმ ციფრებისგან რადიკალურად განსხვავებულ ციფრებს მივიღებთ, რაც შემოთავაზებული იყო. ალბათ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის განწყობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი არ დაუსახელებია. კანდიდატის დასახელება რიცხვებსა და მაჩვენებლებს თვისობრივად შეცვლის. ალბათ, უარი გამოწვეულია კვლევის მიმართ საზოგადოებაში არსებული გარკვეული უნდობლობით, რაც ორგანიზაციასთან მიმართებაში არსებობს”, – აცხადებს ჩუგოშვილი.
დეპუტატი ფიქრობს, რომ როცა მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატს დაასახელებს, ან ვინმეს მხარდაჭერას გამოუცხადებს, ეს იმ ამომრჩეველთა მონაცემებს, რომლებსაც გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ, თვისობრივად შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები