თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო,  დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „კვირას“ „თელასიდან“ აცნობეს, ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს;

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს;

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, ფარნავაზის (ნაწილობრივ), სიმონ ჩიქოვანის, დელისის, ნუცუბიძის, ასათიანისა და ზემო დელისის ქუჩების მცხოვრებლებს,

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების მცხოვრებლებს, 13:30 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირისა და ბარამიძის ქუჩის მცხოვრებლებს;

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გაგრის ქუჩის მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V, VIII მიკრორაიონების, ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს;

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ქიქოძის, იაშვილის, ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) და მაჩაბლის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ჩიხის და კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს;

დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, მოსაშვილის, მიშველაძის, ცხვედაძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, რაზმაძის, კავსაძის, ბერძენიშვილისა და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები