ბათუმში, მაშველებმა 17 წლის ბიჭი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, მაშველებმა კობა ფერაძემ და ლაშა როშინმა ზღვაში დახრჩობას 17 წლის ბიჭი გადაარჩინეს.

მათი ცნობით, ​მაშველებმა შემოვლის დროს, ბიჭი ზღვის ნაპირიდან 1,5 კმ-ის მოშორებით შენიშნეს. მას ქარმა სერფინგის დაფა წაართვა და უკან გამოცურვას ვერ ახერხებდა.

ამ დროისთვის მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები