კახა კახიშვილი: ირაკლი კობახიძეს პირად საქმესთან დაკავშირებით შევხვდი
„პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა პირადი საქმე და ამ პირად საქმესთან დაკავშირებით შევხვდი მას“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მისი ახალ თანამდებობაზე ხილვა, კახიშვილმა განაცხადა, რომ “ყველაფერია შესაძლებელი“.
“რთულია გაიაზრო იმ ადამიანის გეგმები, რომელსაც წარმოუდგენია, რომ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება მის მიმართ, მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა პირადი საქმე და ამ პირად საქმესთან დაკავშირებით შევხვდი მას“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კახიშვილმა.