“დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიული კანდიდატურა არ გვეყოლება”
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრისას განაცხადა, რომ დემოკრატიული პროცესისთვის, უკეთესი იქნება, თუ მათი არჩევანი პარტიიდან არ იქნება.
„ქართული ოცნებას“ ისედაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჰყავს თავისი მთავრობა, აქვს უმრავლესობა ადგილობრივ თვითმმართველობებში, შესაბამისად, ისედაც საკმაოდ დიდი დომინაციაა ჩვენი პოლიტიკური ძალის, ამიტომ წმინდა დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიული კანდიდატურა არ გვეყოლება. ვერ გავაკეთებთ იმას, რომ საერთოდ არ მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ უშუალოდ ჩვენი წრეებიდან არ ავარჩევთ კანდიდატს“, – განუცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.