ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახი სამშობლოში გადაასვენეს

ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლული რაიან და ლორა სმიტები და მათი ვაჟიშვილი სამშობლოში გადაასვენეს.
მათ ცხედრებს სამშობლოში კიევის გავლით ჩაასვენებენ. გადასვენების ხარჯები აშშ-ს საელჩომ გაიღო.
შეგახსენებთ, რომ ​ხადას ხეობაშ მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები რაინს სმიტს და მის შვილს მიაყენა. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ადგილზე ჯერ ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს. მეორე დღეს კი, მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი ჩანჩქერის მახლობლად აღმოჩინეს. უწყების ცნობით, ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება. შსს-მ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის მალხაზ კობაური დააკავა. დაკავებულს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები