ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას” გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება

„ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა იმის შანსი, რომ გაემეორებინა თავისი 17%-იანი შედეგი, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაშაძით 17%-ი შედეგის გამეორება „ნაციონალურ მოძრაობას” გაუჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური გაერთიანების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის დასახელების კომენტირებისას განაცხადა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ” შეგნებულად დაასახელა სუსტი კანდიდატი. რა შეიძლება იდგეს ამის უკან, ეს შეიძლება მოგვიანებით გაირკვეს. რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ”, ეს მათ უნდა ჰკითხოთ და ეს გაირკვევა მოგვიანებით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები