ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი მოწმეები იკითხებიან

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ ის არასრულწლოვანი მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას ადგილზე იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, დღეს ორი არასრულწლოვანი გამოიკითხება, პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და 51-ე სკოლის მოსწავლე.
„კიდევ ერთხელ დაზუსტდება ის ვითარება, რომელიც საქმის მასალებიდან იკვეთება, შევადარებთ ინფორმაციებს, რომელსაც მოწმეებისგან და თვითმხილველებისგან მოვისმენთ, იმას, რაც საქმეებშია. გავიგებთ მათი თვალთახედვიდან დანახულ სიტუაციას“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
არასრულწლოვნების გამოკითხვა დახურულ რეჟიმში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები