ირმა ჭკადუა: შალვა თადუმაძეს აქვს ხედვა, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა პროკურატურას საზოგადოების ნდობა დაუბრუნოს

“შალვა თადუმაძეს აქვს ხედვა, თუ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროკურატურას
საზოგადოების ნდობა დაუბრუნოს”, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა ირმა ჭკადუამ ,”ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შალვა თადუმაძე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო მისი პოლიტიკური განცხადებები არავის მოუსმენია.

“შალვა თადუმაძეს ჰქონდა განსხვავებული ხედვა ვიდრე ოდესმე რომელიმე მთავარი პროკურორობის კანდიდატისგან მომისმენია, მას აქვს ხედვა თუ როგორი უნდა გახდეს პროკურორის ინსტიტუტი, თუ რა ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროკურატურას დაუბრუნოს ნდობა საზოგადოებისგან. თითოეული პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის გარანტი იქნება ის თავად, რაც შეეხება მის დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა რომ გახლდათ საპარლამენტო მდივანი, თითქოს და ასოცირებული პარტიასთან, არცერთ ჩვენგანს არ გვახსოვს მისი პოლიტიკური განცხადებები“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე საპროკურორო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის პოსტზე შეარჩია.

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები