ბრალდებული მწყემსი: სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა დახოცა და დედმამიშვილების დახოცვით დამემუქრნენ

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური აცხადებს, რომ ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები და მათი ოთხი წლის შვილი მას არ მოუკლავს.

ამის შესახებ ბრალდებულმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამიშვილებს დაგიხოცავთო“, – განაცხადა მწყემსმა.

მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. ამ წუთებში კი სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები