სემეკსა და შოტლანდიის წყლის მარეგულირებელ კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და შოტლანდიის წყლის მარეგულირებელ კომისიას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. სემეკის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა სემეკის წევრმა – ECRB-ის პრეზიდენტმა გიორგი ფანგანმა.
სემეკსა და შოტლანდიის მარეგულირებელ კომისიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ძირითადი მიზანია სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების სექტორებში მარეგულირებელ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაზიარება. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს გააცნობენ მარეგულირებელი პოლიტიკის, საქმიანობის მონიტორინგისა და ანგარიშგების, ტარიფების გაანგარიშების, აქტივების მართვის გეგმების გადახედვისა და შეფასების შესახებ გამოცდილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები