მამუკა ბახტაძე – “სამედიცინო ბიზნესკონსალტინგის ჯგუფს” კომერციულ საქმიანობასთან კავშირი არასოდეს ჰქონია
“სამედიცინო ბიზნესკონსალტინგის ჯგუფს” კომერციულ საქმიანობასთან კავშირი ნამდვილად არასოდეს ჰქონია”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, რატომ გამორჩა მას დეკლარაციაში არასამეწარმეო იურიდიული პირი – “სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი,” რომელიც 12 წლის წინ, 2006 წელს, ორ პირთან ერთად დააფუძნა და მისი გამგეობის წევრიც იყო.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “სამედიცინო ბიზნესკონსალტინგის ჯგუფი” არის არასამეწარმეო ორგანიზაცია და ის, წესით, დახურული უნდა იყოს.
„ის, როგორც არასამეწარმეო ორგანიზაცია, წესით, დახურული უნდა იყოს. ამ ორგანიზაციას კომერციულ საქმიანობასთან კავშირი ნამდვილად არასოდეს ჰქონია”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.