ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ოქროს ტალღის“ მე-5 დაჯილდოება გაიმართება
26 ივნისს, 21 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, „ოქროს ტალღის“ მე-5 დაჯილდოება გაიმართება.
როგორც „კვირას“ რადიოჰოლდინგ „ფორტუნადან“ აცნობეს, მონაწილეობენ: ნინო ქათამაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ნიჟარაძე, “შვიდკაცა”, სტეფანე მღებრიშვილი, ნინა სუბლატი, გიორგი შამანაური.
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
სპეციალური სტუმარია ლეგენდარული მუსიკოსი – ლიზა ფიშერი.