ირაკლი ნოზაძის დაჭრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრის, ირაკლი ნოზაძის ოპერაცია ღუდუშაურის საავადმყოფოში დასრულდა. ექიმის განცხადებით, მომღერალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება მოხერხდა, მაგრამ ის კვლავ კრიტიკულად მძიმედ არის; პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნებოდა, ასევე, დაზიანებული ჰქონდა ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვი, რის შედეგადაც დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი.
რაც შეეხება მომხდარს, imedinews-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ დამნაშავე ქალი, რომელსაც ეძებენ.
შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს წერეთლის გამზირზეც, სადაც დაჭრის ფაქტი მოხდა.
ირაკლი ნოზაძე ჯერჯერობით უცნობმა ადამიანმა, სავარაუდოდ ქალმა, რამდენიმე საათის წინ დიდუბეში, წერეთლის გამზირზე დაჭრა. საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები