“ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი დაჭრეს

imedinews-ის ინფორმაციით, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მუსიკალური ჯგუფის „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე იგივე „პიკასო“ დაჭრეს.
მომღერალი გადაყვანილია ღუშაურის კლინიკაში.
​​​​​imedinews-ის ინფორმაციით ის გულის არეშია დაჭრილი.​
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები