„ზვიად კუპრავა გამოძიებამ არასრულწლოვნების ფარულ ჩაწერასთან დაკავშირებით გამოკითხა, მან აუდიომასალა და ხელნაწერი გამოძიებას დაუმალა“

ბატონი კუპრავა დაბარებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში და მას შესთავაზეს, რომ ის ჩანაწერები, რაც გავიდა, რეალურად წარმოედგინა, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.
„კუპრავამ პირველ ჯერზე განაცხადა, რომ ჩაიწერა თავის ტელეფონით, ბატონ ზაზას მივეციო, ასე თქვა, შემდეგ ის ტელეფონი მე მაქვს, დამიბრუნა და წავიღე სახლშიო, დაზიანდა და სახლში არისო. ბატონი კუპრავა ხსენებულ არასრულწლოვნებთან შეხვედრის დროს, ასევე აკეთებდა ხელნაწერებს თაბახის ფურცელზე, ბავშვებთან გასაუბრების ამსახველი მონაცემების მონიშვნას. ეს საქმეში დევს. ჩანაწერი ხდებოდა როგორც აუდიო, ასევე ფურცელზე კალმით – როგორც თვითონ ამბობს. საგამოძიებო ორგანომ შესთავაზა – უკვე მეორედ მოვიდა და გამოვკითხეთ, – ბატონ კუპრავას შევთავაზეთ, რომ გამოძიების ხელშეწყობის მიზნით, წარმოედგინა ის დაზიანებული ტელეფონიც, რამეთუ შესაძლებელი იყო ამ ტელეფონზე ჩატარებულიყო ექსპერტიზა და ტელეფონი შეიძლება დაზიანებულია, მაგრამ შესაძლებელია, ექსპერტების მიერ მასზე არსებული ინფორმაციის გადმოწერა. ბატონმა კუპრავამ მცირეწლოვან შვილს დააბრალა, რომ მას მივეცი და სად წაიღო, არ ვიციო. რეალურად, ფაქტობრივად გამოდის, რომ ტელეფონი, რომელში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია იდენტიფიკაცია მოახდინო, გამოვიდა, რომ აღარ იყო, აღარ ჰქონდა ბატონ კუპრავას. ხელნაწერებზეც ვკითხეთ და განაცხადა, რომ არ იცის სად წაიღო. ერთი სიტყვით, არ წარმოადგინა არც ტელეფონი, არც ხელნაწერები“ – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
მამუკა მდინარაძემ ზვიად ფხაკაძეს შემდეგი კითხვით მიმართა: დაახლოებით ასეთი ტერმინი იყო, „უკანონო ჩანაწერებს ნუ აკეთებთ – ვერ მივიღებ, რადგან უკანონო ჩანაწერია“ – თქვენს ნათქვამს ჰყვებოდა ზაზა, რომ თქვენ ასე უთხარით ეს მას, ამას ადასტურებთ?
„მე ამ ფაქტობრივ გარემოებას ვადასტურებ, ოღონდ ცოტა სხვაგვარად ვუთხარი. მე ვუთხარი ასეთი რაღაც: ბატონო ზაზა, თქვენ იოტისოდენა ინფორმაციასაც თუ მოიპოვებთ, მითხარით და დავგეგმავთ ღონისძიებას, მათ შორის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებასაც და მოვახდენთ ამ ინფორმაციის ფარულად ჩაწერას. ფარულად ჩაწერაში ვგულისხმობდი ჩანაწერს, ან პროკურორის დადგენილების, ან მოსამართლის განჩინების საფუძველზე“ – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები