ოთარ კახიძე: როცა ორი პირი სარალიძეს დანას ურტყამს, ხოლო მ.კ-ს ის ხელით ყავს გაკავებული, არის თუ არა ეს მკვლელობაში თანამონაწილეობა?

“სისხლის სამართლის კოდექსი ყველამ ვიცით, არსებობს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, გვყავს ორგანიზატორი, გვყავს წამქეზებელი, გვყავს დამხმარე და აღმასრულებელი, გვაქვს განზრახვა. ეს პირი ხედავს როგორ ურტყამს ერთი დანას, მეორე დანას, ამ დროს უჭირავს ხელში და ურტყამს მუშტს. ეს თანამონაწილეობა არ არის მკვლელობაში?“ – ამ კითხვით მიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ოთარ კახიძემ საქმის გამომძიებელსა და პროკურორს კომისიის სხდომაზე.
ოთარ კახიძემ დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული პირის, მიხეილ კალანდიას ჩვენებებიდან ამონარიდები მოიყვანა, სადაც კალანდია იხსენებს თუ როგორ ურტყამენ გ.ბ. და გ.ჯ. დანებს დავით სარალიძეს.
„გ.მ-ს ჩვენებიდან გვაქვს, რომ კალანდია ცდილობდა მსუქანი ბიჭი დაემორჩილებინა. თქვენი ვერსიით, ბატონო ზვიად, გ.ბ და გ.ჯ სარალიძეს მრავლობით სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ. ასევე სხვადასხვა მოწმეებით, ა.დ. გ.ჯ 2, ლ.ბ, ასევე თ. ნ, და დ.ღ, ყველა ამბობს, რომ ჩხუბში კალანდია მონაწილეობდა და ის ურტყამდა. არ იციან რას ურტყამდა, ხელში რა ეჭირა. თ.ნ ამბობს, რომ სარალიძე ეჩხუბებოდა გ.ჯ-ს და მ.კ-ს.
თავისივე ჩვენებით, რომელიც კალანდიას სამჯერ აქვს მიცემული და შემდეგ სასამართლოში ორჯერ, მრავლობით ჭრილობებს აყენებენ გ.ბ და გ.ჯ დავით სარალიძეს და ამ დროს ერთი ხელით უჭირავს სარალიძე კალანდიას და მეორე ხელით ურტყამს.
სისხლის სამართლის კოდექსი ყველამ ვიცით, არსებობს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, გვყავს ორგანიზატორი, გვყავს წამქეზებელი, გვყავს დამხმარე და აღმასრულებელი, გვაქვს განზრახვა. ეს პირი ხედავს, როგორ ურტყამს ერთი დანას, მეორე დანას, ამ დროს უჭირავს ხელში და ურტყამს მუშტს. ეს თანამონაწილეობა არ არის მკვლელობაში?“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები