სოფო კობიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
26 ივნისს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედანზე, სოფო კობიძის ნამუშევრების გამოფენა – Molecules გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიოზატორებმა აცნობეს, მეგობრების სახლი, სადაც არის ჩვეულებრივი კომუნიკაცია ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის, დროებით ტრანსფორმირდება საგამოფენო სივრცედ სოფო კობიძის ნამუშევრების საჩვენებლად. ყოველდღიური დიალოგები, რომლებიც ადამიანებს შორის სასტუმრო ოთახში იმართება ნახატებს და დამთვალიერებლებს შორის, დიალოგს უთმობს ადგილს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2018 წელს შესრულებული აბსტრაქტული სურათები და ობიექტები.
გამოფენა გაგრძელდება 29 ივნისის ჩათვლით.
მისამართი: მარჯანიშვილის მოედანი, სადარბაზო მაღაზიებს „პეპელას“ და „ბენსიმონს“ შორის , II სართული.