მარიამ ლაშხი: საქართველოში არსებული ბიზნესგარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდება

ბაქოში მიმდინარე CAMCA-ს რეგიონალური ფორუმის რეფორმების ფარგლებში, ინიციატივათა განსახილველ სესიაზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა, რომ საქართველოს „ბლოკჩეინის“ სისტემების გამოყენების თვალსაზრისით, მოწინავე პოზიციები უკავია. მისივე თქმით, ასევე იგეგმება, რომ საქართველოში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქვეყანაში არსებული ბიზნესატმოსფერო, რომელიც არსებულზე მეტად მიმზიდველი გახდება.
„ამისათვის ჩვენ ვებრძვით ბიუროკრატიასა და კორუფციას ქვეყანაში“, – განაცხადა ლაშხმა.
მისივე თქმით, ხსენებულმა პროცესებმა შესაძლოა, ქვეყანაში ციფრული სფეროს განვითარებაც დააჩქაროს, რაც, თავის მხრივ, მოქმედებათა გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
„უმთავრეს საკითხად, ასევე, გვევლინება ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსების ქცევა შემოსავლის წყაროდ“, – აღნიშნა ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები