ზესტაფონში მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზესტაფონში მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა​. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები დედმამიშვილები არიან. მომხდარის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანიც.
შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები