შსს-მ მწერალ ზურაბ აბაშიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწერალ ზურაბ აბაშიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა გავრცელებული პოსტის ავტორი და მისი მეგობრები გასაუბრების მიზნით სამინისტროში უკვე დაიბარა.

როგორც შსს-ში განმარტავენ, გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნული ფაქტის შესწავლა დაიწყო, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი დანაშაულის ნიშნები გამოვლინდება, გამოძიება დაიწყება.

ცნობისთვის, მწერალმა ზურაბ აბაშიძემ მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები