ბებრისციხის ჩრდილო-დასავლეთ კოშკის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთაში ბებრისციხის ჩრდილო-დასავლეთ კოშკის სარესტავრაციო  სამუშაოები დაიწყო.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოწყობილია არაინვენტარული ხის ხარაჩო. კოშკის შიდა ტერიტორია მოშანდაკდა მდინარის ბალასტით; კოშკის შიდა ტერიტორიაზე მოეწყო მიწატკეპნილი იატაკისთვის; არსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში მოეწყო ანკერები; კედლების შიდა და გარე საპირე წყობა გადაეწყო კირის დუღაბზე შერჩეული რიყის ქვებით; გარე და შიდა წყობებს შორის მოეწყო რკინა-ბეტონის შემავსებლები; კედლის საკონსერვაციო შრე მოეწყო კირის დუღაბით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიცაა დაგეგმილი.
შემსრულებელია შპს „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები