სასამართლო სარჩელის განხილვისას, ბრალდების მხარემ, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების ორიგინალი დოკუმენტები ვერ წარადგინა

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია, „ახალი ძალების“ პრესსამსახურის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვისას, ცნობილი გახდა, რომ ბრალდების მხარემ, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული ორიგინალი დოკუმენტები დაკარგა.

„პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციამ, სააკაშვილის მოქალაქეობის მიღების განაცხადი წარადგინა, რომელიც ყალბია ისევე, როგორც მასზე დატანილი ხელმოწერა. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ. სიყალბის დასამტკიცებლად, მიხეილ სააკაშვილის მიერ, ოდესის გუბერნატორობისას ხელმოწერილი დოკუმენტების ორიგინალები მოვითხოვეთ, თუმცა, ბრალდების მხარის მტკიცებით, ეს დოკუმენტები დაკარგულია“- აცხადებენ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში.
როგორც ცნობილია, გასულ წელს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქება, სპეციალური განკარგულების ხელმოწერის შემდეგ ჩამოართვა. აღნიშნულის გამო, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სარჩელით მიმართა და პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები