საგამოძიებო სამსახურმა 18 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ სამ შემთხვევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულები შემდგომი რეალიზების მიზნით სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში, 4 360 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. მეოთხე ფაქტი კი ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა, სადაც ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი“,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძხიებო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ამოღებული უაქციზო სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება ჯამში 18 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები