ჩილელი მხატვრისა და ადგილობრივი არტისტების პერფორმანსი გაიმართა
„თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა – თბილისმა“ ექსპერიმენტულ პერფორმანსს – „სხვები“ უმასპინძლა.
ჩილელი მხატვრის მარია ვერონიკა ტრონკოზოსა და ადგილობრივი არტისტების პერფორმანსი შავშების ლტოლვილთა ბანაკისა და თბილისში მცხოვრები ადამიანების ინტერვიუებზეა აგებული.
პროექტი განხორციელდა “შემოქმედებითი საქართველოს” ფარგლებში.
„თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა – თბილისმა“ 2017 წელს მიიღო შემოქმედებითი ევროპის (Creative Europe) ოთხწლიანი გრანტი. გრანტი გულისხმობს გაცვლით პროგრამას ახალგაზრდა ხელოვანებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან.
პროექტის ძირითადი იდეა მოგზაურობა და მოგზაურობით მიღებულ გამოცდილებაა, რაც სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების, ასევე, მოსახლეობის გაცნობის უნიკალურ საშუალებას იძლევა.