რუსთაველის თეატრი მეორე მსოფლიო თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება

20 ივნისიდან – 29 ივნისის ჩათვლით რუსთაველის თეატრი ყაზახეთში მიემგზავრება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, 23-24 ივნისის გასტროლის ფარგლებში, ყაზახეთის აუეზოვის სახელობის ნაციონალური დრამატული თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „დაკანონებული უკანონობა“, ბერტოლტ ბრეხტის მხიარული არაკი ორ მოქმედებად. დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა; რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.
27 ივნისს ამავე სპექტაკლს რუსთაველის თეატრი ამჯერად ასტანაში, მეორე მსოფლიო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები