ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მე-2 საერთაშორისო კონკურსი იხსნება
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მე-2 საერთაშორისო კონკურსი ბორჯომში დღეს იხსნება.
კონკურსს ბორჯომი 20-დან 25 ივნისის ჩათვლით ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში უმასპინძლებს. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 6-დან 25 წლამდე 49 პიანისტი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან.
კონკურსზე სოლიდური ფულადი პრემიები და სხვადასხვა სპეციალური პრიზები გაიცემა.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსი 2015 წელს ღვაწლმოსილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თენგიზ ამირეჯიბის საპატივსაცემოდ დაარსდა. 2017 წელს კონკურსს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.
წელს ჟიურის წევრები არიან: ცნობილი ქართველი პიანისტი, ალექსანდრე კორსანტია, ჩაიკოვსკის და კლივლენდის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პიანისტი ალექსანდრე გინდინი, კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, პიანისტი თამარ ლიჩელი.